პროექტი


პრეზენტაციის გეგმის ფორმა/სქემა
საგანი: რუსული ენა
პედაგოგი: სისაური ჟანა
კლასი 12
#


1
პროექტის სახელწოდება
მოფლიო დონის უმაღლესის სასწავლო დაწესებულებები (კოლეჯი, უმაღლესი სკოლა, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი).
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებზე, როგორც საქართველოსი ასევე საზღვარგარეთ, სადაც შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას, შეადარონ ღირებულების სხვაობაზე ქვეყნების მიხედვით, როგორ შეძლიათ გრანტის ან დაფინანსების მიღება.
3
პროექტის აქტუალობა:
ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის  აუცილებელია მომავალი თაობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოს ფარგლებში ასევე საზღვარგარეთ და მიღებული ხარისხიანი ცოდნა გამოიყენონ და განავითარონ იმ დარგში სადაც გააგრძელებენ მომავალში მოღვაწეობას.
4
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ  მომავალი პროფესიის ათვისებას და კარგი განათლების შეძენის უნარი.
5
მონაწილეთა ასაკი:
მე-12 კლასი
6
ვადები/ხანგრძლივობა:
სამი თვე. (მარტი, აპრილი, მაისი)
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ  მომავალი პროფესიის ათვისების  და კარგი განათლების შეძენის უნარი, და მიღებული განათლება გამოყენებენ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, განვითარებისთვის  და წინსვლისთვის, შეისწავლიან სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს შეადარებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს.
8
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფანქარი, ფურცელი, დაფა, ცარცი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, პლაკატი, სტიკერები, წიგნი.
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
v  მოსწავლეებს 5 ჯგუფად ვანაწილებ.
v   თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას,  რომ მოიძიონ ინფორმაცია ერთი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელზე და ერთი უცხოელ სასწავლებელზე.  შეადარონ  სასწავლებლები, გააკეთონ ანალიზი რა არის საერთო რა არის განსხვავება ყველა მიმართულებით: (ფინანსები, სწავლა, ჯგუფები, პირობები, პრიორიტეტები, პროფესიის ათვისების ხარისხი). გააკეთებენ ანალიზს.
v   მოძიებული ინფორმაციას წარადგენენ პრეზენტაციის სახით, ვენის დიაგრამას,  შექმნიან ბლოგს და დამუშავებული ინფორმაცია განათავსებენ ბლოგზე, რომ იყოს ადვილად მისაწვდომი და თვალსაჩინო ეს პროექტი როგორც თანატოლებისათვის ასევე ნებისმიერ მსურველს ვინც იქნება ან არის  დაინტერესებული ამ ინფორმაციით.
10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
უცხ.ს.VII.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს საგანმანათლებლო ინტერესებთან დაკავშირებული უცხოენოვანი ტექსტები (მაგ., სამეცნიერო-პოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი და სხვა).
უცხ.ს.VII.15. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას ფუნქციურად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.


11
.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
პედაგოგი: ჟანა სისაური
12
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
jannasisauri@gmail.com
13
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
https://janasisauri.blogspot.com/




პროექტის შაბლონი

 

 

სათაური: „კიბერბულინგი“

 

მონაწილეები: (სკოლა, კლასი, მოსწავლეები, პედაგოგები, თემის წარმომადგენლები)

სსიპ მე-11 საჯარო სკოლა.

პედაგოგი ჟანა სისაური

კლასი: მე-10

პრობლემის დასაბუთება და პროექტის მიზანი: სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ხდება კიბერბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, რა თქმა უნდა მოზარდები. პროექტის მიზანია, რომ მოზარდებს აუმაღლდეთ ცნობიერება კიბერბულინგის შესახებ, იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები, შეძლონ კიბერბულინგის პრევენცია, არ გახდნენ მისი მსხვერპლი, ან თანამონაწილე, და სოციალურ ქსელში აღკვეთონ კიბერბულინგის ფაქტები.

 

მისაღწევი შედეგები: კიბერბულინგზე მეტი ინფორმაციის მოძიება, როგორ შეიძლება თავიდან ავაცილოთ კიბერბულინგი, და რა შეიძლება გავაკეთოდ თუ გავხდით კიბერბულინგის მსხვერპლი, ან თანამონაწილე.

 

 

აქტივობები: 

* თემის გაცნობა - რა არის კიბერბულინგი.

* კლასის დაყოფა 4 ჯგუფად და კონკრეტული დავალების მიცემა

* პირველ ჯგუფს ვაძლევ დავალებას: გამოიკვლიონ სტატისტიკა გაიზრდება თუ არა პანდემიის დროს კიბერბულინგი? იყვნენ თუ არა პირადათ კიბერბულინგის მოწმე, და რა გააკეტეს იმისთვის რომ აღკვეთონ ეს ქმედება.

* მეორე ჯგუფს ვაძლევ დავალებას: გამხდარან თუ არა თვითონ კიბერბულინგის მსხვერპლნი, და როგორ მოაგვარეს, ან ვერ მოაგვარეს პრობლემა?

* მესამე ჯგუფს მივეცი დავალება: მოიძიონ ინფორმაცია ყველა სახის კიბერერბულინგის შესახებ, და გააკეთონ მოკლე მიმოხილვა.

* მეოთხე ჯგუფს მივეცი დავალება: ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, თუ რატომ ხდბა სოციალურ ქსელში კიბერბულინგი, და როგორ აღვუდგად წინ ამ მოვლენას.

* ოთხივე ჯგუფი უნდა თვალსაჩინოდ მოამზადოს სლაიდ-შოუ და გააკეთოს დავალების პრეზენტაცია.

* ოთხივე პრეზენტატორის შემდეგ მოხდეს, დისკუსია, მოსწავლეებმა დასვან საინტერესო კითხვები ერთმანეთს, გაუზიარონ მოძიებული საინტერსო ინფორმაცია/ფაქტები.

        * შეჯამება/დასკვნა: კიბერბულინგის პრევენცია, და თუ გავხდით ან მსხვერპლი ან მოწმე ამ ფაქტის, რა ზომებს უნდა მივმართოდ, რომ აღვკვეთოთ მსგავსი ფაქტები. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий